გაემგზავრე 👩💼 Au-pair-ად გერმანიაში 🇩🇪
გამოაგზავნე შენი განაცხადიამას მიიღებ როგორც Au-pair-ი
თვეში მინიმუმ 260 ევროს ჯიბის ფულთან ერთად, მასპინძელი ოჯახები ფარავენ სადაზღვევო პაკეტის (ჯანმრთელობის, უბედური შემთხვევისა და პასუხისმგებლობის დაზღვევის) ხარჯებს. ამასთან ერთად მასპინძელი ოჯახი აუნაზღაურებს Au-pair-ს მგზავრობას შესაბამისი გერმანული ენის კურსზე დასასწრებად, როგორც წესი ეს არის ადგილობრივი საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყოველთვიური სამგზავრო ბილეთი. იმ ყველა ხარჯსაც, რომელიც დაკავშირებულია საცხოვრებელი ადგილის დარეგისტრირებასთან და ვიზის გაგრძელებასთან, ასევე მასპინძელი ოჯახი აანაზღაურებს.
გარდა ამისა, ისინი თქვენ 50 ევროთი გერმანული ენის კურსისთვის თანადაფინანსებას გაგიწევენ როგორც მასპინძელი მშობლები.
Au-pair-ის მთავარი მოვალებები
Au Pair კვირაში 20-დან 45 საათამდე მუშაობს. Au Pair-ს მთავარი მოვალეობაა ბავშვებზე ზრუნვა, აქ შედის:
- ბავშვებთან თამაში
- ბავშვების სკოლაში და სხვა აქტივობებზე ტარება
- ბავშვებისთვის საკვების მომზადება
- საბავშვო ოთახში სისუფთავის შენარჩუნება
- ბავშვების სარეცხის რეცხვა და გაუთოება
- ბავშვების დახმარება საშინაო დავალების შესრულებაში
- ბავშვების დაძინება
- ბავშვების დახმარება პირადი ჰიგიენის დაცვაში (კბილების გახეხვა, საფენების შეცვლა და ა.შ.)
- საყიდლების გაკეთება
- ჭურჭლის სარეცხი მანქანის ამოლაგება
ბერლინი
ფრანკფურტი
კიოლნი
MyTalent გუნდი თბილისში
MyTalent-ის შესახებ
ჩვენ 2017 წლიდან ვმოღვაწეობთ თბილისში. ჩვენ საქართველოდან გერმანიაში Au-pair-ბს ვასაქმებთ. აქ ძალზედ მნიშვნელოვანია ყოვლისმომცველი კონსულტაცია და მეთვალყურეობა გამგზავრებამდე და გერმანიაში ყოფნისას. გერმანიაში ჩვენი პარტნიორი სააგენტოს მეშვეობით, რომელიც თავისი ფილიალებით წარმოდგენილია გერმანიის 30-ზე მეტ ქალაქში, ჩვენ მთელი გერმანიის მაშტაბით დასაქამებისა და თქვენი ადგილზე საკონტაქტო პირების მიერ მეთვალყურეობის გარანტიას ვიძლევით.
Made with ❤️in Georgia 🇬🇪