Datenschutz

Mytalent.io წარმოადგენს ონლაინ პლატფორმას, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ კანონიერი მიზნებისთვის, როდესაც ეძებთ სამუშაოს ან გსურთ პერსონალის დაქირავება. თქვენ მიერ ამ ვებ-გვერდის (https://career.mytalent.io/) გამოყენება გულისხმობს ქვემოთ მოყვანილი პირობების აღიარებას და თანხმობას ვებ-გვერდზე ყოველი შესვლისას. 

  1. თქვენ გეკისრებათ ერთპიროვნული პასუხისმგებლობა თქვენ მიერ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე. ვალდებული ბრძანდებით უზრუნველყოთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის ზუსტი, ნამდვილი, დროული და მას არავინ შეჰყავს შეცდომაში და არ არის ცრუ, დისკრიმინაციული, უცენზურო, შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური, ან სხვაგვარად მიუღებელი, უსამართლო, ან წინააღმდეგობაში მოდის შესაბამის კანონმდებლობასთან, რეგულაციებთან, წესებთან, პრაქტიკასთან ან საავტორო უფლებებთან, პატენტთან ან პირის სხვა ნებისმიერი ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან ნებისმიერ იურისდიქციაში. ვებ-გვერდზე განთავსებამდე თქვენ ასევე უნდა უზრუნველყოთ რომ ნებისმიერი ინფორმაცია, მონაცემი და ფაილი არ შეიცავს ვირუსს ან სხვა რაიმე ინსტრუმენტს, რომელმაც შეიძლება დააზიანოს ან წინააღმდეგობაში მოვიდეს რომელიმე სისტემასთან ან მონაცემთან. ვიტოვებთ სრულ უფლებას ჩვენი შეხედულებისამებრ  ვებ-გვერდიდან წავშალოთ თქვენს მიერ განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია ნებისმიერ დროს და ნებისმიერი მიზეზით ახსნა-განმარტების გარეშე.
  2. ჩვენ გამოვიყენებთ თქვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას (მათ შორის პირად ინფორმაციას შეზღუდვების გარეშე) რეკრუტირების პროცესის და მისგან გამომდინარე ადმინისტრაციული ფუნქციების განსახორციელებლად. ეს მოიცავს სხვა ქმედებებთან ერთად, მონაცემების (მათ შორის პირადი ინფორმაცია შეზღუდვების გარეშე) დამუშავებასა და განთავსებას და პოტენციური დამსაქმებლებისათვის (შეუზღუდავად მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში) გადაცემას. თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ ჩვენ გამოვიყენებთ თქვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას (მათ შორის პირად ინფორმაციას შეზღუდვების გარეშე) ნებისმიერი ხსენებული ხერხით.
  3. მონაცემებს, რომელიც თქვენ მოგვაწოდეთ სარეგისტრაციო ფორმის, ან რაიმე სხვა ფორმის მეშვეობით, რომელიც თქვენ შეავსეთ ვებ-გვერდის გამოყენების დროს, ჩვენ ვეპყრობით მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით. 
  4. იმისათვის რომ დარეგისტრირდეთ ვებ-გვერდზე და გაიაროთ ავტორიზაცია, თქვენ დაგჭირდებათ მომხმარებლის სახელი და პაროლი. პაროლის უსაფრთხოების პასუხისმგებლობა ერთპიროვნულად გეკისრებათ. უნდა გვაცნობოთ დაუყოვნებლივ თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ თქვენი პაროლი ცნობილი გახდა მესამე პირისათვის ან იგი შეიძლება გამოყენებული იქნას არაუფლებამოსილი პირის მიერ. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი პაროლის არასათანადო/ არაავტორიზებულ გამოყენებაზე ან მისი სხვა პირისთვის გადაცემაზე.